„ზმნა და დრო“- სამების საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ილია სტრუკოვმა სასწავლო რესურსი შექმნა
16-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლას ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები ჰყავს, რომელთა განვითარებაზეც პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. 

ამჯერად, მასწავლებელ სოფიკო ნიქაცაძის ხელმძღვანელობით, მე-3 კლასის მოსწავლე ილია სტრუკოვმა ქართულ ენაში საინტერესო აქტივობა განახორციელა. მან თემაზე - „ზმნა და დრო“ პოსტერის სახით სასწავლო რესურსი შექმნა. 

მოსწავლე აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. შედეგად, მისი ნამუშევარი ძალიან საინტერესო იყო. მესამკლასელმა ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203