ჯვარისის საჯარო სკოლა საერთაშოროსო გარემოსდაცვით კონკურსს საინტერესო ნამუშევრით შეუერთდა
16-05-2023
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლა Environment Online ENO-ს მსოფლიოს სკოლებისთვის შეთავაზებულ ხელოვნების კონკურსში - „ფოლკლორული არსებები“ ჩაერთო, რის ფარგლებშიც ქართული ფოლკლორული პერსონაჟი - ოჩოპინტრე დაამზადეს. 

ნამუშევარი საუკეთესო პრეზენტაციისთვის, მასალების საუკეთესო გამოყენებისთვის და უპირველეს ყოვლისა, ყველაზე ორიგინალური და ყველაზე კრეატიული იდეეის კუთხით შეფასდება. 

საერთაშორისო ჟიური ხელოვნების სამი ექსპერტისგანაა დაკომპლექტებული, რომლებიც სხვადასხვა კონტინენტიდან არიან. 

სკოლა კონკურსში პედაგოგების - შორენა გიორგაძისა და მირანდა გიორგაძის თაოსნობით ჩაერთო.

„ENO ART SLOVENIA არის გაერთიანება დედამიწის, ეკოლოგიის, ბუნებისა და მდგრადი მომავლის შესახებ. „ჩვენ წარმოვადგენთ ერთ ხეს ათასობით ფოთლით. ჩვენ ვიზიარებთ ერთ მიზანს, მაგრამ ვიცით, რომ მის მისაღწევად ათასობით გზა არსებობს! ამიტომ ENO მხარს არ უჭერს მხოლოდ ხეების დარგვას. ჩვენ ასევე ვცდილობთ ავამაღლოთ ცნობიერება მდგრადი განვითარების შესახებ  ხელოვნების საშუალებით“,- ვკითხულობთ ორგანიზაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203