ეფრემოვკის საჯარო სკოლაში კვირეული - „აფხაზეთი საქართველოა“ ჩატარდა
16-05-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო პროექტები და აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში კვირეული - „აფხაზეთი საქართველოა“ გაიმართა.

მოსწავლეებმა, კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

მათ, ასევე თემატური ნახატები და კედლის გაზეთი - „გვახსოვდეს აფხაზეთი“ შექმნეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203