„რა გვემართება, როცა ვბრაზდებით?“ - სამების საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
16-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე დადებითად აისახება.
სამების საჯარო სკოლის მასწავლებელმა - სოფიკო ნიქაცაძემ, დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან ერთად, ჩაატარა საინტერესო აქტივობა - „რა გვემართება, როცა ვბრაზდებით?“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტოვობის მიზანი იყო, ბრაზის მართვის სწავლება; პრობლემის გადაჭრის ძიება; ენერგიის კრეატიულად გამოყენება; ქცევის შედეგების გაცნობიერება; პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება; ახალი შესაძლებლობების ძიება; პოზიტიური ალტერნატივების შექმნა;
მოსწავლეებმა გამოიყენეს „ბრაზის თერმომეტრი“, რომელიც ბავშვებმა მასწავლებლის დახმარებით გააკეთეს.