გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთსა და ფეხბურთში შეჯიბრი მოეწყო
16-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად იმართება. 

ამჯერად, როგორც სკოლაში ამბობენ, 2022-2023 სასწავლო წლის ყველაზე აქტიურმა მასწავლებლებმა - ბადრი ჭელიძემ და გიორგი თათენაშვილმა მეგობრული შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთსა და ფეხბურთში გორელოვკის N3 და ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის მოაწყვეს. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მოდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები გამოვლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ, მათ შორის, სპორტულ განვითარებაზე ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203