„მოდი, გადავიღოთ ფოტო“- ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში ჩაერთნენ
16-05-2023
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლას პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს. 

მათ შორის არიან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნონა ჩალიგავა და ინგლისური ენის მასწავლებელი მარგარიტა ჯიქია. ისინი საგანმანათლებლო პორტალის - eTwinning საერთაშორისო პროექტებში არიან ჩართული. ამჯერად, მათი ხელმძღვანელობით, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები პროექტში - „მოდი, გადავიღოთ ფოტო“ (LEST’S TAKE A PHOTO PROJECT) ჩაერთნენ. მათ ძალიან საინტერესო და ინფორმატიუილი პოსტერი შექმნეს.

მოსწავლეებმა უცხოელ მასწავლებლებსა და თანატოლებს თავი, სკოლა და ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საკუთარი დამზადებული ვიდეორგოლებითა და ავატარებით წარუდგინეს. 

„წარმატებებს ვუსურვებთ პედაგოგებსა და მათ მოსწავლეებს ამ სასარგებლო საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები:



 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203