გორელოვკის N3 სკოლის VII-VIII კლასის მოსწავლეებისთვის ინგლისურ ენაში წერის კონკურსი ჩატარდა
16-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 სკოლაში ინგლისური ენის ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მასწავლებლები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით არაერთ საგანმანათლებლო აქტივობას თუ კონკურსს სთავაზობენ, რაც მოზარდთა სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, ინგლისურ ენის მასწავლებელმა - თამრიკო ჩარკვიანმა ჩაატარა წერის კონკურსი - Spelling Bee.

კონკურსში მონაწილეობდნენ VII-VIII კლასის მოსწავლეები. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად, პირველი ეტაპი იყო წერითი, ხოლო მეორე ეტაპზე მოსწავლეებს ზეპირად უნდა დაემარცვლათ სიტყვები.

პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და საჩუქრები.

სკოლაში კონკურსის ხელმძღვანელს მადლობას უხდიან. 

„მადლობა თამრიკოს გაწეული შრომისა და საინტერესო აქტივობისათვის!“-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203