„მოგზაურობა გალერეაში“ - საინტერესო პროექტი ჯვარის N1 საჯარო სკოლაში
16-05-2023

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1 საჯარო სკოლაში, პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში პროექტი - „მოგზაურობა გალერეაში“, 12 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს მასწავლებლის მიერ შერჩეულ თემებზე უნდა გადაეღოთ სურათები და კლასის წინაშე ნამუშევარი პრეზენტაციის სახით წარედგინათ, შემდეგი ეტაპი კი, გამოფენა იყო.

აღსანიშნავია, რომ აქტიურ მონაწილეებს სერტიფიკატები დაურიგდათ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი საკმაოდ ეფექტური, შემეცნებითი, საინტერესო და სახალისო იყო, რომელის მიზანიც გახლდათ: 

  • კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ღირებულებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
  • ესთეტიკური ტკბობისა და თანაგანცდის უნარის განვითარება;
  • გარესამყაროს აღქმისა და შემეცნების უნარის განვითარება;
  • მრავალმხრივი ხედვის განვითარება და ინტელექტუალური თვალსაწიერის გაფართოება.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინტერაქტიული მეთოდია, რომელიც მრავალმხრივ სამუშაოში მოსწავლეთა მაღალ თანამშრომლობით ჩართულობას მოითხოვს. პროექტული სწავლების გზით მოსწავლეებს შეუძლიათ კვლევითი და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება. ამის გარდა, მოზარდებს ეძლევათ საკომუნიკაციო უნარების დახვეწის შესაძლებლობაც.

როგორც წესი, პროექტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მოსწავლეებს მიზნის მისაღწევად სამუშაო პროცესის დეტალურად დაგეგმვა, საჭირო ინფორმაციის მოძიება-დახარისხება, მოკვლევა, პრაქტიკული სამუშაოს განხორციელება და ჩატარებული სამუშაოს შედეგად მიღწეული შედეგების პრეზენტირება უწევთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203