ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა გაიმართა
16-05-2023

წმიდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლაში კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და საქართველოს სამოქალაქო განათლების ასოციაციის (GACE) ერთობლივი პროექტის ფარგლებში: „ჩვენი ევროპული გზა: ევროპის დღეები საქართველოს საჯარო სკოლებში”- საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ევროკავშირის შექმნის მიზანსა და ისტორიაზე ისაუბრეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და შეჯიბრში მონაწილეობდნენ. 

ისინი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ სამაგიდო თამაშში „ევროპის გზა“.

მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატი და სკოლას კი საჩუქრად სამაგიდო თამაში.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტების, პროგრამების კურსდამთავრებულებისა და GACE-ის ტრენერების ჩართულობით.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა განვითარებისთვის საჭირო შეხვედრებსა და პროექტებს მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203