ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლეები ღვაწლმოსილ პედაგოგსა და „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეს - ანრო ცირეკიძეს შეხვდნენ
16-05-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა საინტერესო ადამიანთან შეხვედრებს აწყობს.

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ პროექტის - „ოკრიბის კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში, ანრო ცირეკიძესთან, ღვაწლმოსილ პედაგოგთან, „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნესთან შეხვედრა მოაწყო.

„ქალბატონი ანრო არის მრავალი კონკურსის გამარჯვებული, ღირსეული ადამიანი, რომელმაც ისტორია შექმნა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სტუმართან ასევე მოეწყო ბლიც-ინტერვიუ, რომელსაც უძღვებოდა პედაგოგ ანრო ცირეკიძის მოსწავლე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ქათამაძე.

„საინტერესოდ წარიმართა თამაში - ლოტო „ვეფხისტყაოსანი“, რომელშიც გამარჯვება წილად ხვდა ქალბატონ ანრო ცირეკიძეს. ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ X კლასის მოსწავლეებს, რომელთა დამრიგებელი მაია აბესაძე გახლავთ. ეს იყო „ვეფხისტყაოსნის“ ზეიმის დღე, გულახდილობისა და სიყვარულის, ერთმანეთისადმი სითბოს გამოხატულების დღე“, - გვიყვებიან სკოლაში.

​აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203