შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოთხრობის - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ მიხედვით, სპექტაკლი გაითამაშეს
16-05-2023
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მე-5 ბ კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ მიხედვით, სპექტაკლი გაითამაშეს.
სპექტაკლზე მათ სამსახიობო ნიჭი, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„იავნანა“ - დედაშვილობის ჰიმნია, გულიდან ამოძახილი, დედა-შვილის უანგარო სიყვარულია, რომელიც მთელ სამყაროს წარმოადგენს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.