მარტუნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდის დასრულებას საზეიმო ღონისძიება მიუძღვნეს
16-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის ორგანიზებით, ანბანის შესწავლის დასრულება აღნიშნეს.
საზეიმო ღონისძიებაში I ,ll,lll,lV კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ, მათ შორის ლექსები წაიკითხეს და თეატრალური წარმოდგენა დადგეს.
ღონისძიების ბოლოს პირველკლასელებს, როგორც მასწავლებლებმა, ისე ღონისძიებაში მონაწილე უფროსკლასელებმა საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცეს.