ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში გარემოს დაცვასა და მასზე ზრუნვას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით სკოლაში დასუფთავების აქცია - „შაბათობა“, ჩატარდა.
აქციის ფარგლებში, მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო დასუფთავებაში და სკოლის მიმდებარე ტერიტორია ერთობლივი ძალებით, ხალისით გაწმინდეს.
„პატარებმაც და დიდებმაც გულდასმით და ხალისით მიუდგნენ საქმეს, დაალაგეს სკოლის ეზო და კლასები, ძალიან სახალისოდ გავიდა დღე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ეკოლოგიურ აქტივობებში აქტიურად ჩაერთონ და მათ გარემოსდაცვითი ცნობიერება
აუმაღლდეთ.
იხილეთ ფოტოები: