ხორენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შორის შაშსა და ჭადრაკში შეჯიბრი ჩატარდა
16-05-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში შაში-ჭადრაკის შეჯიბრი გაიმართა. 

თამაში, სპორტის მასწავლებლის სრაპ გაბრიელიანის ხელმძღვანელობით მოეწყო. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები თამაშში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, მათ ერთმანეთს ძლიერი კონკურენცია გაუწიეს და საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

შეჯიბრში, მე-9 და მე-12 კლასებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, ეს მოსწავლეებია: აკოპ  ფიდანიანი, რომან პეტროსიანი, ოჰან ვარდანიანი, შოღიკ კირაკოსიანი და ელმირა თოროსიანი. 

თამაშის დასასრულს, სკოლის  დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და მათ საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადასცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203