თბილისის N31 საჯარო სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“ კვირეული გაიმართა 
16-05-2023

თბილისის N31 საჯარო სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“, კვირეული საინტერესოდ და შემოქმედებითად წარიმართა.

კვირეულის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოებას X კლასის მოსწავლეებმა, ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე საინფორმაციო მოხსენებები შესთავაზეს. 

მომხსენებლებმა - მარიამ გიგაშვილმა, ლაშა შალვაშვილმა, გვანცა იზმაილოვმა, ანი ცისკარაულმა, მარიამ კვანტალიანმა და ნატალი მარგალიტაძემ, მოხსენება ნაწარმოების ავტორის შესახებ წარადგინეს.
 
ტექსტის ისტორიაზე ისაუბრეს მოსწავლეებმა - ზურა მასურაშვილმა, ანა მეხრიშვილმა, სალომე წეროძემ, თეკლა თვაურმა, ნიკოლოზ ბიჭაშვილმა, მარიამ მაისურაძემ და გიორგი ჩაფიძემ. 

„ისტორიული სინამდვილის ანარეკლი „ვეფხისტყაოსანში“  - აღნიშნული თემა განიხილეს შემდეგმა მომხსენებლებმა - დიანა ურიდიამ, ლუკა ბერაიამ, ანი ჭანკვეტაძემ, ლუკა კობერიძემ, ნინო ტყეშელაშვილმა და ოთარ კვესტაძემ.

ასევე ძალიან საინტერესო იყო მოხსენება, თემაზე - „რა მნიშვნელობას ანიჭებს რუსთაველი ფერს „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა აღწერისას“, რომელზეც ისაუბრეს მომხსენებლებმა - ნანა ოზაშვილმა, თორნიკე ვაჩეიშვილმა, ვახტანგ სმოტროვმა, ნატალი ხვთისიაშვილმა, კესარია წიკლაურმა და საბა-გიორგი კურტანიძემ.

მორიგი საინტერესო თემა - „ვეფხისტყაოსანი“ და ეპოქის ლიტერატურული ტრადიციები“, გახლდათ, მომხსენებლები კი: ანასტასია ბზიშვილი, ნიკოლოზ ზირაქაშვილი, საბა შუკაკიძე, ქრისტინა ხაჩიძე, ნიკოლოზ ნოდია და ცოტნე კილასონია იყვნენ.

ქრისტიანულ-სარწმუნოებრივ აღმსარებლობაზე“, ისაუბრეს მოსწავლეებმა: ნანა ოზაშვილმა, თორნიკე ვაჩეიშვილმა, ვახტანგ სმოტროვმა, ნატალი ხვთისიაშვილმა,  კესარია წიკლაურმა და საბა-გიორგი კურტანიძემ.

„რუსთაველის მსოფლმხედველობა“ განიხილეს მომხსენებლებმა: ანასტასია ბზიშვილმა, ნიკოლოზ ზირაქაშვილმა, საბა შუკაკიძემ, ქრისტინა ხაჩიძემ, ნიკოლოზ ნოდიამ და ცოტნე კილასონიამ.

შემდეგი თემა - „პლატონი და რუსთაველი“, გახლდათ, რომელზეც მოხსენება წარადგინეს მოსწავლეებმა: დიანა ურიდიამ, ანი ჭანკვეტაძემ, ლუკა კობერიძემ, ნინო ტყეშელაშვილმა და ოთარ კვესტაძემ.

„ვეფხისტყაოსნის“ გაგრძელებანი“- აღნიშნულ თემაზე იმსჯელეს მომხსენებლებმა: მარიამ გიგაშვილმა, ლაშა შალვაშვილმა, გვანცა იზმაილოვმა, ანი ცისკარაულმა, მარიამ კვანტალიანმა და ნატალი მარგალიტაძემ.

ბოლო თემა - „ვეფხისტყაოსნის“ პოეტური ენა“, გახლდათ, რომელზეც ისაუბრეს მომხსენებლებმა: ზურა მასურაშვილმა, ანა მეხრიშვილმა, სალომე წეროძემ, ნიკოლოზ ბიჭაშვილმა და გიორგი ჩაფიძემ.

„ვეფხისტყაოსნის“ კვირეული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის  სოფიკო ჯანაშიას ხელმძღვანელობით ჩატარდა.

კლასის ხელმძღვანელი რუსუდან ფარცხალაძე გახლავთ. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203