„დედამიწა ჩვენი სახლია!“ - განმუხურის საჯარო სკოლის მე-6 კლასში საინტერესო თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა
16-05-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური საკითხების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიზნით სკოლაში, საინტერესო თავისუფალი გაკვეთილი - „დედამიწა ჩვენი სახლია!“, ჩატარდა.
გაკვეთილი, მე-6 კლასში გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი მოსწავლეებში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლება და მათში გარემოსდაცვითი კულტურის დამკვიდრება იყო.
მოსწავლეებმა, გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვა, ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს