„მადლობა, ბრძოლისთვის, თავდადებისთვის და გამარჯვებისთვის“ - სპორტის პედაგოგ მელანია დოლიძისა და მისი მოსწავლეების ვიდეომილოცვა ქართველ ძიუდოისტებს
16-05-2023

მელანია დოლიძე სპორტულ სიახლეებში აქტიურადაა ჩართული. 

ამჯერად სპორტის პედაგოგმა, თავის აღსაზრდელებთან ერთად, ქართველ ძიუდოისტებს მიღწეული წარმატება ვიდეორგოლით მიულოცა და მადლობა გადაუხადა საოცარი ბრძოლისთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მამაკაცთა ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 4 მედლითა და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.

„ვულოცავთ ჩვენ გმირ ძიუდოისტებს და მთელ ქართველ ერს ამ დიდ წარმატებას... მადლობა ბრძოლისთვის, თავდადებისთვის და გამარჯვებისთვის. მუდამ გამარჯვებით გევლოთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203