ურთის საჯარო სკოლაში თემაზე - „მავნე ჩვევები“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
16-05-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე საინტერესო გაკვეთილები და პროექტები ტარდება.
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში თემაზე: „მავნე ჩვევები“, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილზე მოსწავლეებმა ინტერნეტ დამოკიდებულებაზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკსა და ყველა იმ მავნე ჩვევებზე ისაუბრეს, რაც თითოეული ადამიანისთვის ცუდი შედეგების მომტანია.
მათ ასევე იმსჯელეს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა ამ პრობლემის შესამცირებლად.
მოსწავლეებმა ასევე კედლის გაზეთი - „5 მავნე ჩვევა“ შექმნეს.
აქტივობაში მეშვიდეკლასელები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს