„ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია!“ - სპორტის პედაგოგ მელანია დოლიძისა და პირველკლასელების საინტერესო პროექტი
16-05-2023

მელანია დოლიძე, მოსწავლეთა განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული სპორტის მასწავლებელია.

ის, ბავშვებს, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობს, რომლებიც მათი მრავალმხრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

ამჯერად, მან I კლასის მოსწავლეებთან ერთად, პროექტი - „ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის საწინდარია!“ მოამზადა, რომელიც ჯანსაღ საკვებთან დაკავშირებით, მათი ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა.

პედაგოგმა ისაუბრა თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი საკვების მიღებას, რათა სწორად განვითარდეს და ჩამოყალიბდეს მოზარდი, როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად.

„აქვე ხაზი გავუსვით გაზიან სასმელებს და „ფასთ ფუდებს“, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე“, - აღნიშნავს პედაგოგი.

მოსწავლეებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცოდნა გაიღრმავეს.

„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ მომავალს!!! თქვენც გააკეთეთ სწორი არჩევანი“, - აღნიშნავს პედაგოგი.

მსგავსი პროექტები მოზარდთა განვითარებისა და ჯანსაღი წესით ცხოვრების მიმართ ინტერესის გაღვივებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203