საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის დირექტორი და მოსწავლე-მასწავლებლები მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ
16-05-2023

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია სამაგალითო მოქალაქეებს ზრდის.

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესის ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა გაბრიელმა, რუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა არჩილმა, კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად სოფელ რუხის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები მოინახულეს.

ბავშვებმა საახალწლოდ საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს, შემოსული თანხით მოხუცებისთვის ტკბილეულობა და საკვები პროდუქტები შეიძინეს.

 მოხუცების გასამხიარულებლად ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და მინი სპექტაკლი დადგეს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203