წინანდლის საჯარო სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა საქართველოს პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა
16-05-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში, წარმატებით იასპარეზა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. 

წინანდლის საჯარო სკოლის გუნდმა, დაძაბული ბრძოლის მიუხედავად საქართველოს პირველობაზე, დამსახურებული მეორე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ გოგონების მასწავლებელი მაია მწითური გახლავთ. 

„ვულოცავთ გუნდს, მასწავლებელს და მთელ სკოლას ამ დიდ წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203