თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად, პროექტი - „სიკეთე გადამდებია!“, წამოიწყეს.პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
მათ შორის, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა წინასააღდგომოდ, შეძლებისდაგვარად, მოკრძალებული საჩუქრები გაამზადეს და სოფლის მარტოხელა მოხუცები მოინახულეს.
მასპინძლებს, პროექტის მონაწილეები არაერთ საინტერესო თემაზე
ესუბრნენ, საგაზაფხულო სამუშაოებში დახმარება შესთავაზეს და პირობა დიდი სიამოვნებით შეასრულეს.
„არასოდეს დაგვავიწყდება მათი მადლიერი თვალები, მათი თბილი სიტყვები და გზადაგზა გამოყოლილი ლოცვა. ბავშვები ემოციებს ვერ მალავდნენ, ისეთი ამაღლებული თვითშეფასების გრძნობა დაეუფლათ. მიხვდნენ რომ, მათაც შეუძლიათ ვინმეს ბედნიერი წუთები აჩუქონ და სიკეთის მარცვალი დათესონ, რამაც უფრო მოტივირებულები და მიზანდასახულები გახადა მოსწავლეები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: