„რა ვიცი მზის შესახებ“- საინტერესო პროექტი ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში 
16-05-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „რა ვიცი მზის შესახებ“, განხორციელდა, რომელშიც მეორეკლასელები აქტიურად ჩაერთნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, მზის დღესთან დაკავშირებით, ხალისითა და მონდომებით სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ჩაატარეს.

ბავშვებმა ასევ ნახეს ვიდეორგოლები: „ყველაზე საინტერესო ფაქტი მზის შესახებ“ და „ვარსკვლავი მზე სიცოცხლის დედა“, ასევე მათ  წაიკითხეს და სიღრმისეულად გაიაზრეს მოთხრობები: „პატარა ბიჭი და მზე“,  „მზე“ და „სოფო და მზე“.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო საგაკვეთილო პროცესში ჩაერთო მშობელიც და მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილი შესთავაზეს. 

მოსწავლეებმა, powerpoint-ში საინტერესო პრეზენტაცია შექმნეს და გაახმოვანეს მოთხრობა - „მზე ყველას გვეყოფა“, ამ მოთხრობიდან შეარჩიეს მათთვის სასურველი პერსონაჟი, მას წერილი მისწერეს და ორივე აქტივობაზე ვიდეორგოლი მოამზადეს. 

ბავშვებმა ასევე მზის ასოციაციური რუკა შექმნეს და ის სიტყვები დაასახელეს, რომლებიც მათთვის მზესთან ასოცირდებოდა, წაიკითხეს მცირე ზომის ჩანახატები: „მზე ჯერ გულში ამოდის, შემდეგ გონებაში და ბოლოს ცაზე“. 

პროექტის ხელმძღვანელი ამავე კლასის დამრიგებელი და პედაგოგი მზევინარ ოღაძე იყო. 

„პროექტი დიდი ინტერესითა და ხალისით განხორციელდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

      

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203