წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, იმერეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს
16-05-2023
წალენჯიხის N3 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარებს. სწორედ სასწავლო პროექტის ფარგლებში მოეწყო მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური. 

12 მაისს, მერვე კლასიის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის - ირმა ლუკავას ხელმძღვანელობით, სასწავლო პროექტის ფარგლებში, იმერეთის ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეს. 

ბავშვებმა გაიხსენეს ქართველი ერის ისტორიული წარსული და პატივი მიაგეს იმ ადამიანების სულებს, რომლებმაც მთელი თავიანთი მოღვაწეობა მიუძღვნეს საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლას, ქართული სიწმინდეების შენარჩუნებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203