„გავუფრთხილდეთ დედამიწას“  - წალენჯიხის N5 სკოლაში მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
16-05-2023
წალენჯიხის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით საინტერესო ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლაში VII-XI კლასების მოსწავლეებმა, ფიზიკის მასწავლებელ ნატალია შანავასთან ერთად, დედამიწის დღე აღნიშნეს.

მათ სკოლაში თემაზე - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“ პრეზენტაციები წარადგინეს.

მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203