ქუთაისის N16 სკოლაში ტექსტის შინაარსის გაცნობისა და გააზრების სამფაზიანი გაკვეთილი ჩატარდა
16-05-2023

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში, პედაგოგები, მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ირინე მილორავას ხელმძღვანელობით, ტექსტის შინაარსის გაცნობისა და გააზრების სამფაზიანი გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

„მათ გამოთქვეს ვარაუდები, წაიკითხეს ტექსტი პაუზებით,  დასვეს სხვადასხვა დონის შეკითხვები და შეავსეს კოგნიტური სქემები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მასწავლებელმა გამოიყენა დიფერენცირებული მიდგომა - მოსწავლეებს მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისი დავალებები მისცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203