„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ოდიშის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
16-05-2023

ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით, საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“ განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში, სკოლაში, ასევე საინტერესო აქტივობები ჩატარდა.

სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ფილმების ჩვენება-განხილვა (ბოცო და გვანცა, კაცი რომელიც ხეებს რგავს) მოეწყო.

მოსწავლეებმა ასევე ასფალტზე შექმნეს ნახატები თემაზე - „დამეხმარე ბრუნვაში“. 

მათ გარემოსდაცვით თემასთან დაკავშირებით, ბუკლეტები დაამზადეს, თემში დაარიგეს და ეკოლოგიურ საკითხებზე გაესაუბრნენ მოსახლეობას.

პროექტის დასასრულს კი მოსწავლეებმა სკოლის ფოიეში ნახატების გამოფენა მოაწყვეს.

პროექტს ხელმძღვანელობდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ანჟელა ჩუბინიძე.

აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203