„ჩვენი ბუნება და ჯანსაღი ცხოვრების წესი“ - ზედა განთიადის საჯარო სკოლაში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
16-05-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ტარდება.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში ფიზიკურ აღზრდასა და ბუნებისმეტყველებაში ინტეგრირებული გაკვეთილი - „ჩვენი ბუნება და ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ჩატარდა.

ფიზიკური აღზრდის პედაგოგი - მედეა კეკელიძე, ბუნებისმეტყველების პედაგოგი კი მაია ცხადაძე გახლავთ.

მოსწავლეებმა გაკვეთილზე საინტერესო, თემატური ნამუშევრები შექმნეს და ცოდნა, შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი მრავალი აქტივობითა და გამოწვევით იყო დატვირთული და ის საინტერესოდ წარიმართა.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203