ვალის N4 სკოლის ექთანმა მოსწავლეებს კაბინეტში უმასპინძლა და ექთნის ფუნქცია-მოვალეობებზე ესაუბრა
16-05-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო დღეებს სთავაზობს. ამჯერად, სკოლაში ექთნის დღე აღინიშნა.
ვალის N4 საჯარო სკოლის ექთანმა - ქეთევან თათოშვილმა, ექთნის დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეები კაბინეტში მიიწვია, მათ ექთნის ფუნქცია-მოვალებობებზე ესაუბრა, შემდეგ სამედიცინო ინვენტარი გააცნო და მათი გამოყენების მნიშვნელობა აუხსნა.
მოსწავლეები ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ ნივთებს. ხალისით შედგნენ სასწორზე, გაიზომეს ძალა ხელში, დაითვალიერეს სხეული გამადიდებელი მინით.
სკოლაში ექთნის კაბინეტი, კვალიფიციური სპეციალისტის ხელმძღვანელობით, წარმატებით მუშაობს.
„ჩვენს სკოლაში ექთნის კაბინეტი მიმდინარე სასწავლო წლიდან ფუნქციონირებს. ექთნის კვალიფიციურ მუშაობასა და პროფესიონალიზმზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პაციენტის ჯანმრთელობა. ექთანი, ქეთევან თათოშვილი კი აქტიურ მონაწილეობას იღებს სკოლის სანიტარულ ზედამხედველობაში, ზრუნავს მოსწავლეთა ჯანმრთელობითი განათლების გაცნობასა და პირადი ჰიგიენის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე“, - გვიყვებიან სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს