მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინოვაციების ბანაკში მონაწილეობდნენ 
15-05-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები წელს პირველად სწავლობენ საგანს - მეწარმეობა.

საგნის მასწავლებელი ნელი ტერტერაშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

სკოლაში ასევე შექმნილია სამეწარმეო კლუბი  - „GROOT 360“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მცირე დროის მიუხედავად, მოსწავლეებმა არაერთ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

2023 წელს კლუბის წევრები Junior Achievement Georgia-ს ინიცირებულ ინოვაციების ბანაკში მონაწილეობის მისაღებად შეირჩნენ. მოსწავლეებმა ბევრი ახალი შეიმეცნეს და თვალსაწიერი გაიფართოვეს, ბოლოს კი მიღწეულისთვის პლანშეტებით, სმარტ საათებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203