ქვემო სობისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბედიის ტაძრის მაკეტი შექმნეს
15-05-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტს - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ შეუერთდნენ. 

საგანმანათლებლო კვირეულში VIII კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და შთამბეჭდავი ნამუშევარი შექმნეს. 

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს ბედიის ტაძრის მაკეტი.

აღსანიშნავია, რომ ქვემო სობისის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას, ისე მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203