„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები ევროპის უნივერსიტეტებში დაფინანსებით ჩაირიცხნენ
15-05-2023

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ მოსწავლეებს მსოფლიო დონის განათლებას აძლევს. შესაბამისად, სკოლის მოსწავლეთა მიღწევები შთამბეჭდავია. 

სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში დაფინანსებით აგრძელებენ. 

ამჯერად, სკოლა - დაჩი სოხაძის, რევი დემეტრაშვილისა, ნენე ალავიძის წარმატებას გვიზიარებს. 

დაჩი სოხაძე Fontys University of Applied Sciences-ში 90%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა, რევი დემეტრაშვილი მადრიდის IE University-ში 75%-იანი დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას, ნენე ალავიძემ კი Constructor University-ში 80%-იანი დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ, მათი მიღწევებით ამაყობენ, მხარს უჭერენ და ახალგაზრდებს წინსვლაში ეხმარებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203