ქვახვრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ეკო-განათლების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა
15-05-2023

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლასა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურს შორის ნაყოფიერი თანამშრომელობა შედგა. 

ქვახვრელის საჯაროს სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ტანას აღკვეთილის ადმინისტრაციის დირექტორის - დემე ლაცაბიძის, ეკო-განათლების ამაღლების მიზნით წარდგენილი პრეზენტაცია.

მოსწავლეებმა სტუმრისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, ახალი ცოდნა და ინფორმაცია შეიძინეს და თვალსაწიერი გაიფართოვეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გამოიკვეთა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203