„მცენარის აგებულება“ - ბუნებისმეტყველების საინტერესო გაკვეთილი სამების საჯარო სკოლაში
15-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებითა და სასწავლო რესურსებით გაჯერებული გაკვეთილები ტარდება.
მათ შორის აღსანიშნავია, ბუნებისმეტყველების გაკვეთილი თემაზე - „მცენარის აგებულება“, რომელსაც მასწავლებელი მზექალა მინაძე ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საგაკვეთილო მასალა კარგად აითვისა მე-3 კლასის მოსწავლე ილია სტრუკოვმა, ის მცენარის აგებულებას გაეცნო და ილუსტრაციის გამოყენებით, საკლასო ოთახში საინტერესო პრეზენტაცია წარდგინა.
მოსწავლემ ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა.