„სკოლა ჩემი ოჯახია“ - სამების საჯარო სკოლის მასწავლებელმა - მეგი ხელაშვილმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა
15-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ და მათი სასწავლო დღეების გამრავალფეროვნებას სხვადასხვა აქტივობით ცდილობენ, რაც მოსწავლეთა სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, რუსული ენის მასწავლებელმა - მეგი ხელაშვილმაა ჩაატარა აქტივობა - „სკოლა ჩემი ოჯახია“. პედაგოგმა ისაუბრა ტოლერანტობაზე და მოსწავლეებს შორის მეგობრულ დამოკიდებულებაზე.

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, აუმაღლდათ ცოდნა და ცნობიერება, რაზეც სკოლის პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203