ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ღონისძიება
15-05-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლაში I და XI კლასების მოსწავლეებმა დედაენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს.

აღნიშნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მათ ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ასევე საინტერესო სპექტაკლი გაითამაშეს, ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.

ისინი აქტივობებში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203