განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები არქეოლოგიურ მუზეუმში იმყოფებოდნენ
15-05-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებსა და გასვლით გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც შემეცნებითი ექსკურსია და საგანმანათლებლო პროგრამა - „საბავშვო არქეოლოგია“ ჩაუტარდათ.

მოსწავლეები პროგრამაში მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და უნარები გამოავლინეს.

კლასის მასწავლებელი: ხათუნა ჭყოიძე გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203