ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს
15-05-2023
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში კარგად იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება, ამიტომ მოზარდებს ამ მიმართულებით მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, ექსპერიმენტულ აქტივობაზე იმუშავეს და ვულკანის ამოფრქვევის იმიტაციაა გააკეთეს, თავიანთი ხელებით შექმნეს ვულკანის მაკეტი და სხვადსხვა პროდუქტების საშუალებით „ამოაფრქვიეს ვულკანი“. 

მოსწავლეებმა დავალებაზე, ბუნების გაკვეთილის ფარგლებში, პედაგოგ ანაიდ გიოზალიანის ხელმძღვანელობით იმუშავეს. 

აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის აქტივობა ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 


იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203