ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა 
15-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად სკოლაში ღონისძიება სომხური ენის მასწავლებლის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც მრავალფეროვან პროგრამას მოიცავდა, მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მეთერთმეტეკლასელებმა სხვადასხვა როლი ოსტატურად მოირგეს, ასევე წაიკითხეს ლექსები და სიმღერები შეასრულეს. 

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეები კი მხურვალე აპლოდისმენტებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203