„გეოგრაფიის საფუძვლები“ - შუასურების საჯარო სკოლაში სასწავლო ვიქტორინა ჩატარდა
15-05-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო დღეებს სთავაზობენ და მათი მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, შუასურების საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა - ვასილ რამიშვილმა ჩაატარა სასწავლო ვიქტორინა - „გეოგრაფიის საფუძვლები“. 

ვიქტორინაში მონაწილეობდნენ შუასურებისა და დიდივანის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეები. 

თამაში საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა იაქტიურეს, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203