„მუსიკა იწყება იქ, სადაც მთავრდება სიტყვა“ - საინტერესო გაკვეთილი სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში
15-05-2023

სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში, პედაგოგები, მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის 1-ელ კლასში მუსიკის მასწავლებელმა - მანანა სტურუამ შემეცნებითი გაკვეთილი - „მუსიკა იწყება იქ, სადაც მთავრდება სიტყვა“ ჩაატარა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში, აქტიურად ჩაერთნენ.

„პატარები სწორად და გააზრებულად წარმოთქვამდნენ ნასწავლ მუსიკალურ ტერმინებს, ასახელებდნენ მუსიკალურ საკრავებს, რომელიც რესურსის სახით  წინასწარ მოამზადეს მასწავლებელთან ერთად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი იყო საინტერესო და  მოსწავლის ცოდნაზე ორიენტირებული.

„ამის საფუძველზე მოსწავლეები გამოიმუშავებენ მუსიკალური მელოდიის ფონზე შექმნილი ნახატის კონცენტრირებას გარკვეულ ფერებში - მოსწავლეები მკვეთრად შეიგრძნობენ მუსიკალურ რიტმს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203