ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები საბავშვო წიგნის ავტორს ესტუმრნენ
15-05-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობებსა და პროექტებში ერთვებიან.

ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები: მაია ცხადაძე, ნესტან ბაკურიძე და სკოლის ბიბლიოთეკარი - ნანული ყურშუბაძე, საბავშვო წიგნის ავტორსა და მხატვარს ნანული ყურშუბაძეს ესტუმრნენ.

ისინი საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, წიგნი - „ცოდნის ბილიკებით“ არის დაწყებითი კლასის ყოველდღიური დამხმარე სახელმძღვანელო.

„დიდი მადლობა ქალბატონ ნანული ყურშუბაძე - გვარიშვილს თბილი, სასიამოვნო დახვედრისა და საინტერესო საუბრისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203