„მონაცემთა გრაფიკული წარმოდგენა“ - საინტერესო გაკვეთილი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
ამის ნათელი მაგალითია, 11 მაისს,
VIIIა კლასში, მათემატიკაში ჩატარებული საინტერესო გაკვეთილი, თემაზე - „მონაცემთა გრაფიკული წარმოდგენა (
ჰისტოგრამა)“.
აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი დ.ხაჩიძე გახლავთ, მათემატიკის მასწავლებელი კი, თამილა
ჭოლაძე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გაკვეთილზე შეძლეს ახალი და უკვე ნასწავლი მასალის დაკავშირება, მონაცემების დახარისხება, გრაფიკულად
გამოსახვა-ჰისტოგრამის აგება.
მოსწავლეები იყვნენ აქტიურები, მოტივირებულები, აჩვენეს თემასთან დაკავშირებული
ესგ-თი გათვალისწინებული მასალის ცოდნა.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს სკოლის დირექტორი
ფაქიზო ფანჩულიძე და სკოლის ხარისხის მართვის ჯგუფის წევრი მ.წულაია დაესწრნენ.
იხილეთ ფოტოები: