დიდაჭარის საჯარო სკოლაში მინი ფეხბურთში, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა გუნდებს შორის, შეჯიბრი გაიმართა
15-05-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის სტადიონზე მინი ფეხბურთში სკოლებს შორის შეჯიბრი მოეწყო. 

თამაში, სამოქალაქო  განათლების პროგრამის დაფინანსებით გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ: დიდაჭარის, ირემაძეების, საციხურის, აგარის, მეკეიძეების და ტუნაძეების სკოლების ფეხბურთის გუნდები.

აღსანიშნავია, რომ პირველ  ადგილზე დიდაჭარის გუნდი გავიდა, ხოლო მეორე ადგილი ირემაძეების გუნდმა მოიპოვა. 

„ვულოცავთ დიდაჭარის გუნდს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203