თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროპის დღეების აღნიშვნას შეუერთდნენ
15-05-2023
თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებაში - „ევროპის დღეები 2023“, ჩაერთნენ.
მე-11ბ კლასის მოსწავლეები ღონისძიებას, რომელიც ექსპო ჯორჯიაში გაიმართა, დამრიგებელ ირმა რამიშვილის ხელმძღვანელობით შეუერთდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სხვადასხვა სტენდებს ესტუმრნენ, გაეცნენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ ქმნის ევროკავშირი ახალ შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისათვის.
მოსწავლეები უამრავ გასართობ, ინტერაქტიულ შემეცნებით -საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობდნენ, რასაც წარმატებით გაართვეს თავი და შესაბამისად სხვადასხვა საჩუქრები და პრიზები დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაში მონაწილეობის მიზანი იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობის გაზრდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს