წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
15-05-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სახალისო სპორტული შეჯიბრი გაიმართა. 

სასკოლო პროექტის ფარგლებში, შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“, დაწყებითი საფეხურის მე-3 კლასში გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი აზა ნაფეტვარიძე გახლავთ, შეჯიბრს კი ფიზკულტურის პედაგოგი გია უგლავა ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დიდი ყურადღებითა და მონდომებით ასრულებდნენ თითოეულ დავალებას, მათ თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოებას საინტერესო თამაში შესთავაზეს. 

მოსწავლეებმა, იმისთვის რომ შეჯიბრი კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო ყოფილიყო, შეხვედრა დაიწყეს და დაასრულეს ცეკვით დოლის თანხლებით.

აღსანიშნავია, რომ „მხიარულ სტარტებს“, სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, მასწავლებლები: გია უგლავა, ნინო ჯავახაძე და ჯგუფის მშობლები ესწრებოდნენ. 

დღის ბოლოს, მეგობრობამ გაიმარჯვა, რითიც მოსწავლეები და დამსწრე საზოგადოება კმაყოფილი დარჩნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203