„ჩვენ ევროპისკენ მივდივართ“ - საინტერესო ღონისძიება გალავნის საჯარო სკოლაში
15-05-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, ლოზუნგით - „ჩვენ ევროპისკენ მივდივართ“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ევროპულ მომავალზე და მისი დადებითი მხარეები განსაზღვრეს.
ამასთან დაკავშირებით, IX კლასის მოსწავლეებმა, წაიკითხეს ევროპელი პოეტების: შანდორ პეტეფის, ედგარ პოს, უილიამ შექსპირის, ფედერიკო გარსია ლორკას შემოქმედება და მათი ბიოგრაფიები.
შეხვედრას, პედაგოგი ნინო კვანჭიანი ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებისთვის ღონისძიება ძალიან საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა.