„ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ - წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები მოეწყო
15-05-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მოსწავლეები კვირეულში - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, ჩაერთნენ. 

კვირეულის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებლის - ლალი პართენიშვილისა და ისტორიის უფროსი მასწავლებლის - ეკატერინე ჭიბოშვილის ხელმძღვანელობით, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა, არაერთი საინტერესო აქტივობა ჩაატარეს. 

სკოლაში აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოსთვის მტკივნეული თემაა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები თანამედროვე ცხოვრების პრობლემებს გაეცნენ და საკუთარი ხედვით წარმოადგინეს, აფხაზეთის განვითარებისათვის თუ რა გეგმებს დასახადვნენ და რას გააკეთებდნენ.

ასევე მოსწავლეებმა, საინტერესო მაკეტი და ბუკლეტები დაამზადეს და სასწავლო სივრცეში გამოფინეს.


იხილეთ ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203