ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თხრობითი ნაწარმოების კონკურსში წარმატება მოიპოვეს
15-05-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახის კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.​

ამჯერად, მოსწავლეები გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით გამოცხადებულ თხრობითი ნაწარმოების კონკურსში - „პროფესია გენდერის გარეშე“ მონაწილეობდნენ.

„გენდერული თანასწორობის საბჭოს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის აქტიური თანამშრომლობით გამოიცა ბროშურა ამავე სათაურით, რომელშიც განთავსდა გამარჯვებულ მოსწავლეთა შესრულებული ნაშრომები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ შორის სკოლის ორი მოსწავლის: ანა იჩქითისა (IX კლასი) და გიორგი ღაძაძის (XII კლასი) ნამუშევრები იყო.

სკოლასა და მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის გადაეცათ მადლობის სიგელები, ბროშურები და ევროსაბჭოს მისიის საჩუქრები.

„ვულოცავთ მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს: ქალბატონ მარინე მაზანაშვილს და ქალბატონ ცირა ტერტერაშვილს  ვუსურვებთ კვლავ წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203