იორმუღანლოს საჯარო სკოლის მე-2 კლასელები თოჯინების თეატრს ესტუმრნენ
15-05-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
||ბ კლასის მოსწავლეები, პედაგოგებთან - ლალი ვაჭრიშვილთან, ბადირა ნასიბოვასა, აიდა ბაირამლთან ერთად, თოჯინების თეატრს ესტუმრნენ.
მოსწავლეებისთვის სპექტაკლი საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა და სკოლაში შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
„იორმუღანლოს საჯარო სკოლის ერთ-ერთი წარმატებული საგაზაფხულო აქტივობა..თოჯინების თეატრით კმაყოფილი ||-ბ კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები“,- ასე აფასებენ გასვლით აქტივობას სკოლაში.